четверг, 3 мая 2012 г.

ძალადობა

ძალადობა და მით უმეტეს ძალადობა ბავშვებზე, სწორედ ის პრობლემაა, რომლის უყურადღებოდ დატოვება, მომავალში ქვეყანას საკმაოდ დიდ თავსატეხს გაუჩენს. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, უმეტეს შემთხვევაში თავად იზრდებიან მოძალადეებად და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ პიროვნებებად ყალიბდებიან.

ისტორიამ ბავშვების მიმართ, სამწუხაროდ ბევრი, არაადამიანური მოპყრობის ფაქტი შემოგვინახა.თურმე ძველად,ზოგიერთ ქვეყანაში ღვთაებებისათვის ჩვილების მსხვერპლად შეწირვა აუცილებლად მიაჩნდათ.უფრო მოგვიანებით ბავშვებს მონებად ყიდდნენ.XIX საუკუნეში არასრულწლოვნებს მთელი დღე დაუზოგავად ამუშავებდნენ ქარხნებსა და მაღაროებში.

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად გაერომ 1989 წელს შეიმუშავა „„ბავშვთა უფლებათა კონვენცია““,რომელსაც 1994 წელს საქართველო შეუერთდა.ბავშვის უფლებათა კონვენცია ოთხ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: სიცოცხლე, განვითარება, დაცვა და მონაწილეობა. ამ პრინციპებს უნდა ითვალისწინებდეს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა და მათ შორის საქართველოც.
ბავშვები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ხდებისა, მძიმე სულიერ ტრამვას იღებენ.ხდებიან მარტოსულები,მათი მეგობარი ხდება ცრემლი,სიმარტოვ სევდა,უკუდეგანო მოლოდინი...უაზროდ დიდი ეჩვენებათ სამყარო,იმდენად დიდი,რომ უსასრულობაში იკარგებიან.მატ წინ კი მხოლოდ სიცარიელეა უსაზღვროდ დიდი სიცარიელე... პატარები კი დგანან და ელოდებიან როდის მოიცლის საზოგადოება მათთვის,როდის გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები,რომ აღმოფხვრან ძალადობა და დაუბრუნონ ლაღი ბავშვობა,რომელსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ..

Комментариев нет:

Отправить комментарий