четверг, 3 мая 2012 г.

რა არის ძალადობა?



რა არის ძალადობა?
      აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა... ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ანსიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები.ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კიადამიანის განუყოფელი უფლებებია. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია მაშინ, როდესაც მას სუსტი დადაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება. ძალადობას შეიძლება ახორციელებდეს ერთიადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვაჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი.

არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება. მათგან ერთ-ერთი განიმარტება, როგორც ძალის გამოყენება - ფარული ან აშკარა -იმ მიზნით, რომ მიიღო ადამიანისაგან ან ჯგუფისაგან ის, რისი მოცემასაც ისინი თავის ნებით არ თანხმდებიან. არსებობსძალადობის სხვადასხვა ფორმა. ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ პირდაპირი და ირიბი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა: ▪ პირდაპირი ძალადობა = ფიზიკურძალადობას ▪ ირიბი. ძალადობა = სიღარიბე, ექსპლოატაცია, სოციალური უსამართლობა, დემოკრატიის არარსებობა, და ა.შ

Комментариев нет:

Отправить комментарий