четверг, 3 мая 2012 г.

„მე მინდა სრულფასოვანი ბავშვობა“


„მე მინდა სრულფასოვანი ბავშვობა“


„ჩემი სახელმწიფო და ზოგიერთი ქართული 
არასამთავრებო ორგანიზაცია ზრუნავს,
რომ მე ვიყო დაცული.ეს მე მაძლევს
 საშუალებას მქონდეს ინფორმაცია,ვიცოდე 
სირთულეების შემთხვევაში ვის მივმართო 
და რა გავაკეთო. მე ვსწავლობ კანონებს.
მინდა გავერკვე ჩემს უფლებებში.შევასრულო 
ჩემი მოვალეობები და გავითვალისწინო მეორე 
ადამიანის უფლებები,რმელიც ჩემს გვერდით დგას.
ვფიქრობ,რომ ასე შემიძლია შევაჩერო ჩემს 
ირგვლივ არსებული ძალადობა.ჩემი პიროვნება 
ხომ საკუთარი ღირსების შეგრძნებით არის ძლიერი,
ლაღი და თავისუფალი.“














გზა გადარჩენისკენ!


ძალადობის გავრცელების ფაქტორები


ძალადობის გავრცელების ფაქტორები

ბავშვთა მიმართ სისასტიკე მისი კომპლექსურობის,
 დინამიკურობისა და გამომწვევი ფაქტორების გამო,
 და შესაბამისად, მისი პრევენციული სტრატეგიებიც,
 განსხვავდება დაზარალებულის ასაკის, შეურაცხყოფის 
ადგილისა და დაზარალებულსა და მოძალადეს შორის 
დამოკიდებულების ხასიათის მიხედვით. ყველაზე ნაკლებად
 დასანახი არის ბავშვებზე ოჯახში განხორციელებული ძალადობა.
ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების ფაქტორები 
შესაძლებელია ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს:ფაქტორები,
 რომლებიც ხელს უწყოფს ბავშვთა მიმართ ძალადობის 
გავრცელებას ან იცავს ბავშვს ძალადობისაგან.
რისკ-ფაქტორები, რაც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ

 ძალადობის გავრცელებას, შემდეგ ჯგუფებად შეიძლება 
დაიყოს:
ა. პირადი ფაქტორები:
რისკ-ფაქტორები მშობლებსა და მზრუნველებში: წარსულში 

სასტიკი მოპყრობის გამოცდილება; ფიზიკური ან გონებრივი
 ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ართმევს მშობლად 
ყოფნის უნარს; თვითკონტროლის ნაკლებობა წყენისა და რისხვის დროს; დეპრესია,
დაბალი თვითშეფასება ან არაადეკვატურობა; ალკოჰოლისა ან წამლების ბოროტად 
გამოყენება მშობლად ყოფნის ან ორსულობის პერიოდში; ბავშვის განვითარების შესახებ 
წარმოდგენის უქონლობა ან არარეალური მოლოდინები; რთული ორსულობა; ბავშვის
 აღსაზრდელად უნარების უქონლობა; არაშესაფერისი საპასუხო რეაქცია ბავშვის ცუდ 
საქციელზე; ფიზიკური დასჯის გამოყენება ბავშვის აღსაზრდელად; კრიმინალურ 
საქმიანობაში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვთან ურთიერთობაზე; სოციალური 
იზოლაცია;
ფინანსური გასაჭირი და სხვ.
რისკ-ფაქტორები ბავშვში: მშობელთა მოლოდინების გაუმართლებლობა (სქესი, 

გარეგნობა, დაბადებითი ანომალიები, ხასიათი); გაზრდილი საჭიროებანი (ადრეული
 დაბადება, გონებრივი ან ფიზიკური უძლურება, ქრონიკული ავადმყოფობა); ბავშვის
 ასაკი (გამუდმებული ტირილი და მისი დამშვიდების სიძნელე); გონებრივი სიჯანსაღის 
პრობლემების სიმპტომები; პრობლემური ხასიათი ან პიროვნულობა (ჰიპერაქტიურობა,
 იმპულსურობა); მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა, რაც იწვევს მშობლების მხრიდან
 ზრუნვის შემცირებას; დედმამიშვილებს შორის მშობლების ყურადღების განაწილება;
 ბავშვისაგან სახიფათო ქცევის პრობლემების გამოვლენა ან მის მიერ ამგვართა განცდა _
 შინაურული ძალადობა, დანაშაულებრივი საქციელი, თვითშეურაცხმყოფელი ქცევები, 
ცხოველების წამება, ან თანატოლებს შორის გამუდმებული აგრესია.

ურთიერთობის ფაქტორები: ბავშვსა და 
მშობელს შორის სიახლოვის უქონლობა;
 ოჯახის წევრის ფიზიკური, 
განვითარებასთან დაკავშირებული და
 გონებრივი პრობლემები; ოჯახის დანგრევა,
 რასაც შედეგად მოჰყვება ბავშვის და 
უფროსის გონებრივი ავადმყოფობა, 
უბედურება, სიმარტოვე, დაძაბულობა
 ან კამათი მზრუნველის თაობაზე; 
ძალადობა ოჯახში; სქესობრივი გამორჩევა
, რასაც მოსდევს ოჯახის ერთი ან მეტი 
წევრის უპატივცემულობა;
 საზოგადოებისაგან იზოლაცია; დამხმარე 
ქსელის არარსებობა, რათა შეეშველოს 
ურთიერთობაში წარმოქმნილ სტრესულ და
 რთულ სიტუაციებში; ბავშვის აღზრდაში ხელშეწყობის შეწყვეტა დამხმარე ოჯახის 
მხრიდან; ოჯახის დისკრიმინაცია ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი, 
ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის, უძლურების ან ცხოვრების სტილის მიზეზით; 
კრიმინალურ ან ძალადობრივ საქციელებში ჩართვა..











ბ. საზოგადოებრივი ფაქტორები
ტოლერანტობა ძალადობის მიმართ;

 საცხოვრებელი ფართის ნაკლებობა ან 
არაადეკვატურობა; ოჯახების მხარდასაჭერი 
მომსახურებისა და საგანგებო საჭიროებათა
 დასაკმაყოფილებელი დაწესებულებების
 ნაკლებობა; უმუშევრობის მაღალი დონე; 
სიღატაკე; ტყვიისა და სხვა ტოქსინების
 არსებობის საშიში დონე გარემოში; 
ალკოჰოლის შოვნის სიადვილე; ადგილობრივი
 ნარკოტიკებით ვაჭრობა; დაწესებულებების
 არაადეკვატური პოლიტიკა და პროგრამები,
 რაც იწვევს ბავშვთა მიმართ სისასტიკის
 გამოვლენის შემთხვევების გაზრდას.
გ. სოციალური ფაქტორები
დაბალი საცხოვრებელი სტანდარტები; 

სოციალური და კულტურული ნორმები,
 რაც უშვებს ძალადობას სხვების მიმართ
 ფიზიკური დასჯის ჩათვლით; სოციალური
 და კულტურული ნორმები, რაც მოითხოვს 
მკაცრ გენდერულ როლს კაცებისა და 
ქალებისათვის; სოციალური და კულტურული
 ნორმები, რაც აკნინებს ბავშვის სტატუსს
 მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში; 
ბავშვთა პორნოგრაფიის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა ფიზიკური შრომის 
არსებობა.
ძალადობისაგან დამცავი ფაქტორები
ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორების გარდა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც

 ხელს უწყობს ბავშვთა დაცვას შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისაგან. ეს ფაქტორები
 ასეთია: ოჯახური ურთიერთობების სტაბილურობა და კულტურული ნორმები ქმნიან
 გარემოს, სადაც ბავშვები უფრო დაცულნი არიან; კარგი მშობლობა, ძლიერი სიახლოვე
 მშობლებსა და შვილებს შორის, და არაძალადობრივი აღმზრდელობითი ხერხები.

ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ძირითადი მიდგომები ბ...



ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ძირითადი მიდგომები



ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის
 აცილება შესაძლებელია, და იგი არ წარმოადგენს 
მოვლენას, რომელიც აუცილებლად მოსახდენია. 
ამიტომაც სახელმწიფო პასუხისმგებელია როგორც 
ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის 
\დონის შემცირებაზე, ისე ძალადობის მსხვერპლ
 ბავშვთა უზრუნველყოფაზე: დაცვით, 
მართლმსაჯულებითა და მათზე ზრუნვით.
 სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების სრული 
სპექტრი უნდა მოიცავდეს ბავშვთა ძალადობისა და
 უგულებელყოფისგან დაცვის მექანიზმებს
 სოციალური პროგრამების ჩათვლით ბავშვებისა და 
მზრუნველებისათვის; ძალადობის შემთხვევების დროულ 
იდენტიფიცირებას, მკურნალობასა და ძალადობის ამოცნობილი 
შემთხვევების ბოლომდე მიყოლას.
1. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია და
 ზრუნვა/მკურნალობის პრინციპები. 
არსებობს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის 

და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ზრუნვის 
უნივერსალური სტრატეგიები, რომლის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა 
ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მრავალი მეცნიერული
 შრომა. აღნიშნული უნივერსალური სტრატეგიების გათვალისწინება აადვილებს
 ცალკეული ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვას. ქვემოთ წარმოდგენილია ის ძირითადი 
პრინციპები და კომპონენტები, რომელიც საჭიროა არსებობნდეს იმ ქვეყანაში, რომელიც
 ბავშვთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც პრობლემას და აკეთებს იმის განაცხადს
, რომ ზრუნავს ბავშვთა ეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე.
ბავშვთა ძალადობისაგან და უგულებელყოფისაგან დაცვის ძირითადი
 კომპონენტებია:
- განათლება კონცენტრირებული უნდა იყოს როგორც საზოგადოების ცნობიერების 

გაზრდაზე და მან უნდა განმარტოს ზიანის მომტანი და დამცველი ფაქტორები ასევე, 
უზრუნველყოფილი უნდა იქნას იმ პროფესიონალთა განათლება, რომელთა პროფესიულ
 საქმიანოსაბას წარმოადგენს ბავშვებთან მუშაობა და/ან თავიანთი პროფესიული 
მოვალეობის შესრულებისას საქმე აქვთ ბავშვებთან.
- პრევენცია შესაძლებელია ძალადობიგან დამცველი ფაქტორების გაძლიერებით _

 ძირითადი მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების შემცირებით. პრევენცია ამასთანავე 
4გულისხმობს შერჩევითსა და კონკრეტულ ჩარევას.
- ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინება ან 

ალტერნატიული მეთოდები. არსებობს განსხვავებული საკანონმდებლო მიდგომები 
ბავშვის ძალადობის შესახებ შეტყობინების მიმართ: სავალდებულო შეტყობინება 
სამართალდამცავი ორგანოებისათვის ბავშვის იურიდიული დაცვის გაწევით მიზნით 
და/ან კონფიდენციალური შეტყობინება ჯანდაცვის ან სოციალური დაცვის 
სისტემისათვის. დაცვის პროცესი გაძლიერებული შეტყობინების სისტემით, 
რომელიც მუშაობს ყოველ დღე 24 საათი განმავლობაში ეფექტურს ხდის ბავშვთა 
მიმართ ძალადობის პრევენციას, დაცვის პროცესებსა და მსხვერპლთა 
დახმარება-რეაბილიტაციას.
- ჩარევა აუცილებელია ბავშვებისადმი ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის
 პრევენციისათვის, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში სადაც არსებობს მისი მოხდენის 
მაღალი რისკი. არსებობს მტკიცება, რომ სიღარიბე ხელს უწყობს ძალადობის მაღალ დონეს.
 ამრიგად, ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სოციალურ 
პრობლემებზე კონცენტრირება მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის 
დონეს. მიზანი არის, ჩავერიოთ ადრეულ სტადიებზე, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ.
- მკურნალობა და რეაბილიტაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა და მათი 

ოჯახებისათვის არის გადამწყვეტი, რათა ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრები
 შეიქნენ. ჩარევის ეს სახე კომპლექსურია და მოიცავს ბავშვებისა და მოძალადეებისათვის 
ზიანის მომტანი და დასაცავი ფაქტორების შეფასებას და შესაბამისი სამკურნალო და
 სარებილიტაციო დახმარების მიწოდებას.
- გამოძიება და სასამართლო მნიშვნელოვანია მსხვერპლის უსაფრთხოების

 უზრუნველყოფისა და მოძალადის დასჯისათვის. საჭიროა საგამომძიებლო საქმიანობი 
ისე წარიმართოს, რომ ბავშვი დაცულუი იქნას დამატებითი ტრავმისაგან.
- მრავალდისციპლინარული და ინტერსექტორული მიდგომა და თანამშრომლობა. 

ბავშვზე ძალადობა კომპლექსური ფენომენია, რომელიც საჭიროებს 
მრავალდისციპლინარულ და ინტერსექტორულ ჩარევას. მრავალსექტორული მიდგომა და
 თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის,
 შემთხვევათა დროული ამოცნობისა და მსხვერპლთა ეფექტური დახმარებისათვის. 
ინტერსექტორული მიდგომა უზრუნველყოფს ძალადების შემთხვევების ხარისხიან 
დიგნოსტირებას, ჩარევის ეფექტური გეგმის შემუშავებასა და დროული და 
მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოებას. ჯანდაცვის, სოციალური, სასამართლო და განათლების
 სექტორები არიან უმთავრესნი, მაგრამ არა ერთადერთნი ბავშვის დაცვის სისტემაში. ეროვნული და
 ადგილობრივი მთავრობა გადამწყვეტ როლს თამაშობს პრევენციის პოლიტიკის ხელშეწყობასა და ყველა 
სექტორის მუშაობის ინტეგრირებაში. ინტერსექტორული მიდგომის ეფქტურობა ეფუძნება მიზნების ცხად
 ფორმულირებასა და ამოცანათა ეფექტურ დაყოფას სექტორებს შორის. იმის მიუხედავად, რომ პარამეტრები
 (სავალდებულოობა, რეგულაცია, შეზღუდვა, მეთოდოლოგია და ა.შ.) თითოეული სექტორის მუშაობისათვის
 განსხვავებული იქნება, ყველა სექტორი აგებს პასუხს ძალადობის პრევენციის, ჩარევის მომსახურების,
 შემთხვევათა ამოცნობის, პროფესიონალთა ტრენინიგის, მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის 
შეფასებაზე.
ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საკითხებთან დაკავშირებით 
თითოეული სექტორის პასუხისმგებლობები შემდეგია:
- ჯანმრთელობის სექტორი: უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების ჯანდაცვა

 (ძალადობის შედეგების დიაგნოსტირება, შედეგების მკურნალობა და რეაბილიტაცია).
- სამართალდამცავი სექტორი: უზრუნველყოფს სამართლებრივ მომსახურებას 

(გამოძიება და სასამართლო საქმე ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა და მათი ოჯახებისათვის)
 და ამოქმედებს კანონმდებლობას;
- სოციალური სექტორი: უზრუნველყოფს ბავშვის დაცვის სერვისს და სოციალურ 

ზრუნვას ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე;
- პოლიტიკის შემქმნელები: უზრუნველყოფს საჭირო კლიმატს, პოლიტიკასა და 

რესურსებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის.
ნებისმიერი ჩარევა, რაც მიმართულია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის,
 მსხვერპლთა დახმარებისა და ასევე მათი რეაბილიტაციისა და მკურნალობისაკენ, უნდა
 ეყრდნობოდეს ბავშვისათვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას . უსაფრთხოება 
და აღზრდა (ბავშვის განვითარებისათვის საუკეთესო გარემოს შექმნა და ოჯახურ გარემოში 
აღზრდის პრიორიტეტი) უნდა იყოს პირველ რიგის ამოცანა ნებისმიერი სახის ჩარევის დაგეგმვისა და მისი შესრულების დროს.
კონფიდენციალურობის დაცვა არის პრიორიტეტი და ის მეტად სათუთი საკითხია. 

იკრძალება კერძო ინფორმაციის საჯარო განხილვა და ამ ტიპის ინფორმაციის განხილვა 
შესაძლებელია მხოლოდ იმ პირების მიერ, ვინც ჩართულნი არიან საქმის ძიებაში და 
აწოდებენ დახმარებას.
პერსონალური ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა და მათი ოჯახების შესახებ

 ექვემდებარება კონფიდენციალურობის იურიდიულ ვალდებულებას და არ შეიძლება 
მისი გამჟღავნება მათი თანხმობის გარეშე. თუმცა, ინფორმაციის გამჟღავნება 
ნებადართულია კანონით, თუ ეს ინფორმაცია აუცილებელია ბავშვის თვით ბავშვის 
ინტერესების დასაცავად. თითოეულ კერძო შემთხვევაში ინფორმაციის გამჟღავნება 
გამართლებული უნდა იყოს გარკვეული მტკიცებულებით.
იმისათვის, რომ დაცული იყოს ბავშვისა და ოჯახის საიდუმლო, დამხმარების

 მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა უნდა დაამყარონ უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც
 შეეხება კონფიდენციალური ინფორმაციის არაკანონიერ მოპოვებას, შეცვლას, გამჟღავნებას ან განადგურებას.
ბავშვის მიმართ მეგობრული გარემოს შექმნა არის უპირველესი მნიშვნელობის ასპექტი, 
ეს მოიცავს ბავშვთან კომუნიკაციის უნარს, და ასევე ბავშვისათვის სანდო და უსაფრთხო
 გარემოს ხელშეწყობას. ინფორმაციის მისაწოდებელი სისტემა და სამსახურები უნდა იყოს 
საჯაროდ კარგად გაშუქებული, კონფიდენციალური და ხელმისაწვდომი ბავშვების, მათი 
წარმომადგენლებისა და სხვებისათვის, რათა შეატყობინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის 
შესახებ.
ბავშვის მიმართ ძალადობა ითვლება ბავშვის უფლებების ერთ-ერთ უპირველე
 დარღვევად. ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ორგანოები და გაერთიანებული 
ერების კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ მთავრობებს ავალდებულებს, აღმოუჩინონ 
შესაფერისი მხარდაჭერა და დახმარება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
გაერთიანებული ერების (UN) ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით, მთავრობა
 ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვი ძალადობისა და უგულებელყოფისაგან და 
უზრუნველყოს მათი უსაფრთხო აღზრდა: სახელმწიფო პარტიებმა უნდა დაიცვან ბავშვი 
ფიზიკური და მენტალური ძალადობის, დაზიანების ან შეურაცხყოფის, უგულებელყოფის,
 სისასტიკის ან ექსპლოატაციის ყოველგვარი ფორმისაგან, სექსუალური ძალადობის
 ჩათვლით. (ბავშვის უფლებების გაეროს კონვენცია (19891), მუხლი 19).
ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე ვმუშაობის დროს გასათვალისწინებელია არა

 მხოლოდ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19, არამედ იქვე ჩამოყალიბებული სხვა 
სტატიებიც:
_ ბავშვის უფლება, ცხოვრობდეს მშობლებთან ერთად, თუკი ეს ბავშვის საუკეთესო 

ინტერესებისათვის შეუთავსებლად არ მიიჩნევა; უფლება, ჰქონდეს ურთიერთობა ორივე
 მშობელთან, თუკი ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. (მუხლი 9, მშობლიური ზრუნვა და 
განუცალკევებლობა).
_ ბავშვის უფლება, თავისუფლად გამოთქვას აზრი და ეს აზრი გათვალისწინებული უნდა

 იქნას ბავშვთან დაკავშირებულ ყოველ საქმესა ან პროცედურაში (მუხლი 12, ბავშვის აზრი).
_ ნებისმიერ ქვეყანაში შესვლის ან იქედან გასვლის უფლება ოჯახის გამთლიანების დროს 

და ორივე მშობელთან ურთიერთობის შენარჩუნების უფლება (მუხლი 10, ოჯახის გამთლიანება).

_ მშობლები იზიარებენ პასუხისმგებლობას შვილების აღზრდაში, ხოლო ამაში მათ 

სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. სახემწიფომ შესაბამისი დახმარებით უნდა უზრუნველყოს
 მშობლები შვილების გაზრდაში (მუხლი 18, მშობლების პასუხისმგებლობა).
_ ბავშვის უფლება, მიიღოს სახელმწიფოსაგან საგანგებო დაცვა და დახმარება, როდესაც 

მოკლებულია ოჯახურ გარემოს და იყოს უზრუნველყოფილი ალტერნატიული 
მზრუნველობით, ისეთი როგორიცაა მზრუნველის მიჩენა, შვილად აყვანა ან სპეციალურ სახლებში მოთავსება (მუხლი 20, ოჯახის გარეშე დარჩენილი ბავშვები).
_ სახელმწიფოს მიერ მზრუნველობის, დაცვისა და მკურნალობისათვის დაწესებულებებში 

მოთავსებული ბავშვების უფლება, რეგულარულად ხდებოდეს ამ ადგილების ყველა 
ასპექტის მეთვალყურეობა (მუხლი 25, პერიოდული მეთვალყურეობა).
_ მუხლი 39 სახელმწიფოს უთითებს პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ, რათა მიიღოს 

შესაფერისი ზომები იმ შემთხვევათა აღმოსაჩენად და სოციალური რეინტეგრაციისათვის,
 სადაც ბავშვი შეიქნა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, უგულებელყოფის, სისასტიკის 
ან ექსპლოატაციის მსხვერპლი. ამ უფლების განხორციელებაში აშკარად მოიაზრება მზრუნველები.
_ დამატებით, ზოგიერთი უფლება ეხება საგანგებოდ კონფლიქტურ სიტუაციებს.

video


რა არის ძალადობის გამომწვევის საწყისი მიზეზი?



რა არის ძალადობის გამომწვევის საწყისი მიზეზი?

ერთ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი შეუძლებელია! სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოში ძალადობის გამომწვევი მთელი რიგი ფაქტორებია: ეს არის ეკონომიური პრობლემები, პოლიტიკური არასტაბილურობა, უმუშევრობა, აგრესია,მშობლის დაბალი კულტურა ან დაბალი განათლება, ან სურვილი, რომ მისი შვილი იყოს საუკეთესო და გამორჩეული. მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ის ადამიანი, რომელიც ამჟამად მოძალადედ გვევლინება წარსულში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. სამწუხაროდ ამ კიტხვაზე ამომწრავი პასუხი  ჯერ არავის უთქვამს და ალბათ დიდხანს დარჩება პასუხგაუცემელი...ბავშვებთან სასტიკ მოპყრობას და მათი ინტერესების ბოროტად გამოყენებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია: მსგავს დამოკიდებულებას მოაქვს ზიანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და სოციალიზაციისთვის, ცალკეულ შემთხვევაში მის სიცოცხლესაც კი ექმნება საფრთხე...




 ბავშვები ხშირად არაფერს ამბობენ მათ მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან მოძალადოს ეშინიათ, ანდა ფიქრობენ, რომ გარემომცველებმა ისედაც ყველაფერი იციან, ან უხერხულობოს და სირცხვილის განცდები აწუხებთ. ბავშვებს ხშირად არ ესმით, რომ მათ ზიანი მიაყენეს, ან თავად თვლის თავს დამნაშავედ და დასჯის ეშინია. ან მოძალადეს იცავს, რომ არ დააპატიმრონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადე ბავშვის ახლობელი ადამიანია. მშობლები კი თვლიან, რომ ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევა ხშირად "ოჯახის საქმეა" და სხვას არ ეხება.ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვისათვის დამახასიათებელია:
მარტოობის განცდა _ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს;
მშობლისადმი გაორებული (შიში და სიყვარული) დამოკიდებულება _ ცდილობს მშობლის საქციელის გამართლემას და იწყებს ფიქრს, რომ თვითონაც ცემის ღირსია;
საკუთარი ზედმეტობისა და უღირსობის განცდა _ თავს უმნიშვნელო და უღირს ადამიანად თვლის, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს;
საკუთარი ოჯახის მიმართ გაუცხოება _ თვლის, რომ ოჯახში მისი არ ესმით და მეგობრებს ოჯახს გარეთ ეძებს;
სიძნელეები სკოლაში _ უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობა; თვლის, რო
თანატოლთაგან განსხვავდება და მისი ცხოვრებაც იმიტომ არის განსხვავებული;
ძალადობის მიმღებლობა _ სიყვარულისა და ძალადობის აღრევის გამო უჩნდებათ განცდა, რომ ძალადობა ჩვეულებრივი რამაა, “ეს ასეც უნდა იყოს”.
მშობლებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი:
 
მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვი ოჯახში პირდაპირი ძალადობის მსხვერპლია (მას სცემენ, ავიწროებენ, შეურაცხყოფას აყენებენ) თუ არაპირდაპირის(ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობის მოწმეა). ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ძალადობის მსხვერპლია!
მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ქცევის სტილი შვილებს გადაეცემა, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ შვილებზე ზემოქმედებენ და ამგვარად, ძალადობის ტალღა თაობიდან თაობაში გადადის. თუნდაც ამიტომ არ არის ოჯახში ბავშვზე ძალადობის პრობლემა მხოლოდ ერთეულების ან მხოლოდ მისი ოჯახის საქმე.
აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტების დამალვით საფრთხე ექმნება ოჯახის ყველა წევრის (განსაკუთრებით ბავშვების) ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მთელ შემდგომ ცხოვრებას. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის გაზიარება ახლობლებისათვის. ხოლო თუ პრობლემა არ მოწესრიგდა, კომპეტენტური დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვთა და მოზრდილთა ძალადობისაგან დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს: ფსიქოლოგებს, ექიმებს, იურისტებს.

რა არის ძალადობა?



რა არის ძალადობა?
      აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა... ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ანსიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები.ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კიადამიანის განუყოფელი უფლებებია. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია მაშინ, როდესაც მას სუსტი დადაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება. ძალადობას შეიძლება ახორციელებდეს ერთიადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვაჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი.

არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება. მათგან ერთ-ერთი განიმარტება, როგორც ძალის გამოყენება - ფარული ან აშკარა -იმ მიზნით, რომ მიიღო ადამიანისაგან ან ჯგუფისაგან ის, რისი მოცემასაც ისინი თავის ნებით არ თანხმდებიან. არსებობსძალადობის სხვადასხვა ფორმა. ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ პირდაპირი და ირიბი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა: ▪ პირდაპირი ძალადობა = ფიზიკურძალადობას ▪ ირიბი. ძალადობა = სიღარიბე, ექსპლოატაცია, სოციალური უსამართლობა, დემოკრატიის არარსებობა, და ა.შ

ძალადობას არა

ლადობა ბოროტების უდიდესი გამომჟღავნებაა
მ დროს ადამიანის ცხოვრება იცვლება...
ამაზი ცხოვრება მწუხარებით იცვლება
მიტომ ინგრევა ოჯახები,იცვლებიან ადამიანები...
იდი ტკივილი მათი ცხოვრების თანამგზავრია.
ცნება ქრება...
რძოლობ საკუთარი თავის გადარჩენისთვის...
რავინ ზრუნავს შენზე...
აზოგადოება, რატომღაც გამცირებს...

იტომ,კიდევ ვუთხრათ მოძალადეებს,
ომ,
რა ძალადობას!

ძალადობა

ძალადობა და მით უმეტეს ძალადობა ბავშვებზე, სწორედ ის პრობლემაა, რომლის უყურადღებოდ დატოვება, მომავალში ქვეყანას საკმაოდ დიდ თავსატეხს გაუჩენს. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, უმეტეს შემთხვევაში თავად იზრდებიან მოძალადეებად და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ პიროვნებებად ყალიბდებიან.

ისტორიამ ბავშვების მიმართ, სამწუხაროდ ბევრი, არაადამიანური მოპყრობის ფაქტი შემოგვინახა.თურმე ძველად,ზოგიერთ ქვეყანაში ღვთაებებისათვის ჩვილების მსხვერპლად შეწირვა აუცილებლად მიაჩნდათ.უფრო მოგვიანებით ბავშვებს მონებად ყიდდნენ.XIX საუკუნეში არასრულწლოვნებს მთელი დღე დაუზოგავად ამუშავებდნენ ქარხნებსა და მაღაროებში.

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად გაერომ 1989 წელს შეიმუშავა „„ბავშვთა უფლებათა კონვენცია““,რომელსაც 1994 წელს საქართველო შეუერთდა.ბავშვის უფლებათა კონვენცია ოთხ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: სიცოცხლე, განვითარება, დაცვა და მონაწილეობა. ამ პრინციპებს უნდა ითვალისწინებდეს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა და მათ შორის საქართველოც.
ბავშვები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ხდებისა, მძიმე სულიერ ტრამვას იღებენ.ხდებიან მარტოსულები,მათი მეგობარი ხდება ცრემლი,სიმარტოვ სევდა,უკუდეგანო მოლოდინი...უაზროდ დიდი ეჩვენებათ სამყარო,იმდენად დიდი,რომ უსასრულობაში იკარგებიან.მატ წინ კი მხოლოდ სიცარიელეა უსაზღვროდ დიდი სიცარიელე... პატარები კი დგანან და ელოდებიან როდის მოიცლის საზოგადოება მათთვის,როდის გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები,რომ აღმოფხვრან ძალადობა და დაუბრუნონ ლაღი ბავშვობა,რომელსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ..