ძალადობის გავრცელების ფაქტორები
ბავშვთა მიმართ სისასტიკე მისი კომპლექსურობის,
დინამიკურობისა და გამომწვევი ფაქტორების გამო, და შესაბამისად, მისი პრევენციული სტრატეგიებიც, განსხვავდება დაზარალებულის ასაკის, შეურაცხყოფის ადგილისა და დაზარალებულსა და მოძალადეს შორის დამოკიდებულების ხასიათის მიხედვით. ყველაზე ნაკლებად დასანახი არის ბავშვებზე ოჯახში განხორციელებული ძალადობა. ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების ფაქტორები შესაძლებელია ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს:ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყოფს ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელებას ან იცავს ბავშვს ძალადობისაგან. რისკ-ფაქტორები, რაც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელებას, შემდეგ ჯგუფებად შეიძლება დაიყოს: ა. პირადი ფაქტორები: რისკ-ფაქტორები მშობლებსა და მზრუნველებში: წარსულში სასტიკი მოპყრობის გამოცდილება; ფიზიკური ან გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ართმევს მშობლად ყოფნის უნარს; თვითკონტროლის ნაკლებობა წყენისა და რისხვის დროს; დეპრესია, დაბალი თვითშეფასება ან არაადეკვატურობა; ალკოჰოლისა ან წამლების ბოროტად გამოყენება მშობლად ყოფნის ან ორსულობის პერიოდში; ბავშვის განვითარების შესახებ წარმოდგენის უქონლობა ან არარეალური მოლოდინები; რთული ორსულობა; ბავშვის აღსაზრდელად უნარების უქონლობა; არაშესაფერისი საპასუხო რეაქცია ბავშვის ცუდ საქციელზე; ფიზიკური დასჯის გამოყენება ბავშვის აღსაზრდელად; კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვთან ურთიერთობაზე; სოციალური იზოლაცია; ფინანსური გასაჭირი და სხვ. რისკ-ფაქტორები ბავშვში: მშობელთა მოლოდინების გაუმართლებლობა (სქესი, გარეგნობა, დაბადებითი ანომალიები, ხასიათი); გაზრდილი საჭიროებანი (ადრეული დაბადება, გონებრივი ან ფიზიკური უძლურება, ქრონიკული ავადმყოფობა); ბავშვის ასაკი (გამუდმებული ტირილი და მისი დამშვიდების სიძნელე); გონებრივი სიჯანსაღის პრობლემების სიმპტომები; პრობლემური ხასიათი ან პიროვნულობა (ჰიპერაქტიურობა, იმპულსურობა); მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა, რაც იწვევს მშობლების მხრიდან ზრუნვის შემცირებას; დედმამიშვილებს შორის მშობლების ყურადღების განაწილება; ბავშვისაგან სახიფათო ქცევის პრობლემების გამოვლენა ან მის მიერ ამგვართა განცდა _ შინაურული ძალადობა, დანაშაულებრივი საქციელი, თვითშეურაცხმყოფელი ქცევები, ცხოველების წამება, ან თანატოლებს შორის გამუდმებული აგრესია. ურთიერთობის ფაქტორები: ბავშვსა და მშობელს შორის სიახლოვის უქონლობა; ოჯახის წევრის ფიზიკური, განვითარებასთან დაკავშირებული და გონებრივი პრობლემები; ოჯახის დანგრევა, რასაც შედეგად მოჰყვება ბავშვის და უფროსის გონებრივი ავადმყოფობა, უბედურება, სიმარტოვე, დაძაბულობა ან კამათი მზრუნველის თაობაზე; ძალადობა ოჯახში; სქესობრივი გამორჩევა , რასაც მოსდევს ოჯახის ერთი ან მეტი წევრის უპატივცემულობა; საზოგადოებისაგან იზოლაცია; დამხმარე ქსელის არარსებობა, რათა შეეშველოს ურთიერთობაში წარმოქმნილ სტრესულ და რთულ სიტუაციებში; ბავშვის აღზრდაში ხელშეწყობის შეწყვეტა დამხმარე ოჯახის მხრიდან; ოჯახის დისკრიმინაცია ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური, სქესობრივი, ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის, უძლურების ან ცხოვრების სტილის მიზეზით; კრიმინალურ ან ძალადობრივ საქციელებში ჩართვა.. ბ. საზოგადოებრივი ფაქტორები ტოლერანტობა ძალადობის მიმართ; საცხოვრებელი ფართის ნაკლებობა ან არაადეკვატურობა; ოჯახების მხარდასაჭერი მომსახურებისა და საგანგებო საჭიროებათა დასაკმაყოფილებელი დაწესებულებების ნაკლებობა; უმუშევრობის მაღალი დონე; სიღატაკე; ტყვიისა და სხვა ტოქსინების არსებობის საშიში დონე გარემოში; ალკოჰოლის შოვნის სიადვილე; ადგილობრივი ნარკოტიკებით ვაჭრობა; დაწესებულებების არაადეკვატური პოლიტიკა და პროგრამები, რაც იწვევს ბავშვთა მიმართ სისასტიკის გამოვლენის შემთხვევების გაზრდას. გ. სოციალური ფაქტორები დაბალი საცხოვრებელი სტანდარტები; სოციალური და კულტურული ნორმები, რაც უშვებს ძალადობას სხვების მიმართ ფიზიკური დასჯის ჩათვლით; სოციალური და კულტურული ნორმები, რაც მოითხოვს მკაცრ გენდერულ როლს კაცებისა და ქალებისათვის; სოციალური და კულტურული ნორმები, რაც აკნინებს ბავშვის სტატუსს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში; ბავშვთა პორნოგრაფიის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა ფიზიკური შრომის არსებობა. ძალადობისაგან დამცავი ფაქტორები ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორების გარდა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა დაცვას შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისაგან. ეს ფაქტორები ასეთია: ოჯახური ურთიერთობების სტაბილურობა და კულტურული ნორმები ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვები უფრო დაცულნი არიან; კარგი მშობლობა, ძლიერი სიახლოვე მშობლებსა და შვილებს შორის, და არაძალადობრივი აღმზრდელობითი ხერხები. |
Комментариев нет:
Отправить комментарий