четверг, 3 мая 2012 г.

რა არის ძალადობის გამომწვევის საწყისი მიზეზი?



რა არის ძალადობის გამომწვევის საწყისი მიზეზი?

ერთ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი შეუძლებელია! სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოში ძალადობის გამომწვევი მთელი რიგი ფაქტორებია: ეს არის ეკონომიური პრობლემები, პოლიტიკური არასტაბილურობა, უმუშევრობა, აგრესია,მშობლის დაბალი კულტურა ან დაბალი განათლება, ან სურვილი, რომ მისი შვილი იყოს საუკეთესო და გამორჩეული. მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ის ადამიანი, რომელიც ამჟამად მოძალადედ გვევლინება წარსულში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. სამწუხაროდ ამ კიტხვაზე ამომწრავი პასუხი  ჯერ არავის უთქვამს და ალბათ დიდხანს დარჩება პასუხგაუცემელი...ბავშვებთან სასტიკ მოპყრობას და მათი ინტერესების ბოროტად გამოყენებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია: მსგავს დამოკიდებულებას მოაქვს ზიანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და სოციალიზაციისთვის, ცალკეულ შემთხვევაში მის სიცოცხლესაც კი ექმნება საფრთხე...




 ბავშვები ხშირად არაფერს ამბობენ მათ მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან მოძალადოს ეშინიათ, ანდა ფიქრობენ, რომ გარემომცველებმა ისედაც ყველაფერი იციან, ან უხერხულობოს და სირცხვილის განცდები აწუხებთ. ბავშვებს ხშირად არ ესმით, რომ მათ ზიანი მიაყენეს, ან თავად თვლის თავს დამნაშავედ და დასჯის ეშინია. ან მოძალადეს იცავს, რომ არ დააპატიმრონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადე ბავშვის ახლობელი ადამიანია. მშობლები კი თვლიან, რომ ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევა ხშირად "ოჯახის საქმეა" და სხვას არ ეხება.ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვისათვის დამახასიათებელია:
მარტოობის განცდა _ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს;
მშობლისადმი გაორებული (შიში და სიყვარული) დამოკიდებულება _ ცდილობს მშობლის საქციელის გამართლემას და იწყებს ფიქრს, რომ თვითონაც ცემის ღირსია;
საკუთარი ზედმეტობისა და უღირსობის განცდა _ თავს უმნიშვნელო და უღირს ადამიანად თვლის, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს;
საკუთარი ოჯახის მიმართ გაუცხოება _ თვლის, რომ ოჯახში მისი არ ესმით და მეგობრებს ოჯახს გარეთ ეძებს;
სიძნელეები სკოლაში _ უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობა; თვლის, რო
თანატოლთაგან განსხვავდება და მისი ცხოვრებაც იმიტომ არის განსხვავებული;
ძალადობის მიმღებლობა _ სიყვარულისა და ძალადობის აღრევის გამო უჩნდებათ განცდა, რომ ძალადობა ჩვეულებრივი რამაა, “ეს ასეც უნდა იყოს”.
მშობლებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი:
 
მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვი ოჯახში პირდაპირი ძალადობის მსხვერპლია (მას სცემენ, ავიწროებენ, შეურაცხყოფას აყენებენ) თუ არაპირდაპირის(ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობის მოწმეა). ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ძალადობის მსხვერპლია!
მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ქცევის სტილი შვილებს გადაეცემა, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ შვილებზე ზემოქმედებენ და ამგვარად, ძალადობის ტალღა თაობიდან თაობაში გადადის. თუნდაც ამიტომ არ არის ოჯახში ბავშვზე ძალადობის პრობლემა მხოლოდ ერთეულების ან მხოლოდ მისი ოჯახის საქმე.
აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტების დამალვით საფრთხე ექმნება ოჯახის ყველა წევრის (განსაკუთრებით ბავშვების) ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მთელ შემდგომ ცხოვრებას. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის გაზიარება ახლობლებისათვის. ხოლო თუ პრობლემა არ მოწესრიგდა, კომპეტენტური დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვთა და მოზრდილთა ძალადობისაგან დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს: ფსიქოლოგებს, ექიმებს, იურისტებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий