ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ძირითადი მიდგომები
ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის
აცილება შესაძლებელია, და იგი არ წარმოადგენს მოვლენას, რომელიც აუცილებლად მოსახდენია. ამიტომაც სახელმწიფო პასუხისმგებელია როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის \დონის შემცირებაზე, ისე ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა უზრუნველყოფაზე: დაცვით, მართლმსაჯულებითა და მათზე ზრუნვით. სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების სრული სპექტრი უნდა მოიცავდეს ბავშვთა ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მექანიზმებს სოციალური პროგრამების ჩათვლით ბავშვებისა და მზრუნველებისათვის; ძალადობის შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებას, მკურნალობასა და ძალადობის ამოცნობილი შემთხვევების ბოლომდე მიყოლას. 1. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია და ზრუნვა/მკურნალობის პრინციპები. არსებობს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ზრუნვის უნივერსალური სტრატეგიები, რომლის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მრავალი მეცნიერული შრომა. აღნიშნული უნივერსალური სტრატეგიების გათვალისწინება აადვილებს ცალკეული ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვას. ქვემოთ წარმოდგენილია ის ძირითადი პრინციპები და კომპონენტები, რომელიც საჭიროა არსებობნდეს იმ ქვეყანაში, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობას აღიარებს როგორც პრობლემას და აკეთებს იმის განაცხადს , რომ ზრუნავს ბავშვთა ეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ბავშვთა ძალადობისაგან და უგულებელყოფისაგან დაცვის ძირითადი კომპონენტებია: - განათლება კონცენტრირებული უნდა იყოს როგორც საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე და მან უნდა განმარტოს ზიანის მომტანი და დამცველი ფაქტორები ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იქნას იმ პროფესიონალთა განათლება, რომელთა პროფესიულ საქმიანოსაბას წარმოადგენს ბავშვებთან მუშაობა და/ან თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საქმე აქვთ ბავშვებთან. - პრევენცია შესაძლებელია ძალადობიგან დამცველი ფაქტორების გაძლიერებით _ ძირითადი მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების შემცირებით. პრევენცია ამასთანავე 4გულისხმობს შერჩევითსა და კონკრეტულ ჩარევას. - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინება ან ალტერნატიული მეთოდები. არსებობს განსხვავებული საკანონმდებლო მიდგომები ბავშვის ძალადობის შესახებ შეტყობინების მიმართ: სავალდებულო შეტყობინება სამართალდამცავი ორგანოებისათვის ბავშვის იურიდიული დაცვის გაწევით მიზნით და/ან კონფიდენციალური შეტყობინება ჯანდაცვის ან სოციალური დაცვის სისტემისათვის. დაცვის პროცესი გაძლიერებული შეტყობინების სისტემით, რომელიც მუშაობს ყოველ დღე 24 საათი განმავლობაში ეფექტურს ხდის ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციას, დაცვის პროცესებსა და მსხვერპლთა დახმარება-რეაბილიტაციას. - ჩარევა აუცილებელია ბავშვებისადმი ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციისათვის, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში სადაც არსებობს მისი მოხდენის მაღალი რისკი. არსებობს მტკიცება, რომ სიღარიბე ხელს უწყობს ძალადობის მაღალ დონეს. ამრიგად, ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სოციალურ პრობლემებზე კონცენტრირება მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის დონეს. მიზანი არის, ჩავერიოთ ადრეულ სტადიებზე, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. - მკურნალობა და რეაბილიტაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა და მათი ოჯახებისათვის არის გადამწყვეტი, რათა ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრები შეიქნენ. ჩარევის ეს სახე კომპლექსურია და მოიცავს ბავშვებისა და მოძალადეებისათვის ზიანის მომტანი და დასაცავი ფაქტორების შეფასებას და შესაბამისი სამკურნალო და სარებილიტაციო დახმარების მიწოდებას. - გამოძიება და სასამართლო მნიშვნელოვანია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოძალადის დასჯისათვის. საჭიროა საგამომძიებლო საქმიანობი ისე წარიმართოს, რომ ბავშვი დაცულუი იქნას დამატებითი ტრავმისაგან. - მრავალდისციპლინარული და ინტერსექტორული მიდგომა და თანამშრომლობა. ბავშვზე ძალადობა კომპლექსური ფენომენია, რომელიც საჭიროებს მრავალდისციპლინარულ და ინტერსექტორულ ჩარევას. მრავალსექტორული მიდგომა და თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის, შემთხვევათა დროული ამოცნობისა და მსხვერპლთა ეფექტური დახმარებისათვის. ინტერსექტორული მიდგომა უზრუნველყოფს ძალადების შემთხვევების ხარისხიან დიგნოსტირებას, ჩარევის ეფექტური გეგმის შემუშავებასა და დროული და მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოებას. ჯანდაცვის, სოციალური, სასამართლო და განათლების სექტორები არიან უმთავრესნი, მაგრამ არა ერთადერთნი ბავშვის დაცვის სისტემაში. ეროვნული და ადგილობრივი მთავრობა გადამწყვეტ როლს თამაშობს პრევენციის პოლიტიკის ხელშეწყობასა და ყველა სექტორის მუშაობის ინტეგრირებაში. ინტერსექტორული მიდგომის ეფქტურობა ეფუძნება მიზნების ცხად ფორმულირებასა და ამოცანათა ეფექტურ დაყოფას სექტორებს შორის. იმის მიუხედავად, რომ პარამეტრები (სავალდებულოობა, რეგულაცია, შეზღუდვა, მეთოდოლოგია და ა.შ.) თითოეული სექტორის მუშაობისათვის განსხვავებული იქნება, ყველა სექტორი აგებს პასუხს ძალადობის პრევენციის, ჩარევის მომსახურების, შემთხვევათა ამოცნობის, პროფესიონალთა ტრენინიგის, მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის შეფასებაზე. ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საკითხებთან დაკავშირებით თითოეული სექტორის პასუხისმგებლობები შემდეგია: - ჯანმრთელობის სექტორი: უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების ჯანდაცვა (ძალადობის შედეგების დიაგნოსტირება, შედეგების მკურნალობა და რეაბილიტაცია). - სამართალდამცავი სექტორი: უზრუნველყოფს სამართლებრივ მომსახურებას (გამოძიება და სასამართლო საქმე ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა და მათი ოჯახებისათვის) და ამოქმედებს კანონმდებლობას; - სოციალური სექტორი: უზრუნველყოფს ბავშვის დაცვის სერვისს და სოციალურ ზრუნვას ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე; - პოლიტიკის შემქმნელები: უზრუნველყოფს საჭირო კლიმატს, პოლიტიკასა და რესურსებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის. ნებისმიერი ჩარევა, რაც მიმართულია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დახმარებისა და ასევე მათი რეაბილიტაციისა და მკურნალობისაკენ, უნდა ეყრდნობოდეს ბავშვისათვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას . უსაფრთხოება და აღზრდა (ბავშვის განვითარებისათვის საუკეთესო გარემოს შექმნა და ოჯახურ გარემოში აღზრდის პრიორიტეტი) უნდა იყოს პირველ რიგის ამოცანა ნებისმიერი სახის ჩარევის დაგეგმვისა და მისი შესრულების დროს. კონფიდენციალურობის დაცვა არის პრიორიტეტი და ის მეტად სათუთი საკითხია. იკრძალება კერძო ინფორმაციის საჯარო განხილვა და ამ ტიპის ინფორმაციის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირების მიერ, ვინც ჩართულნი არიან საქმის ძიებაში და აწოდებენ დახმარებას. პერსონალური ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა და მათი ოჯახების შესახებ ექვემდებარება კონფიდენციალურობის იურიდიულ ვალდებულებას და არ შეიძლება მისი გამჟღავნება მათი თანხმობის გარეშე. თუმცა, ინფორმაციის გამჟღავნება ნებადართულია კანონით, თუ ეს ინფორმაცია აუცილებელია ბავშვის თვით ბავშვის ინტერესების დასაცავად. თითოეულ კერძო შემთხვევაში ინფორმაციის გამჟღავნება გამართლებული უნდა იყოს გარკვეული მტკიცებულებით. იმისათვის, რომ დაცული იყოს ბავშვისა და ოჯახის საიდუმლო, დამხმარების მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა უნდა დაამყარონ უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც შეეხება კონფიდენციალური ინფორმაციის არაკანონიერ მოპოვებას, შეცვლას, გამჟღავნებას ან განადგურებას. ბავშვის მიმართ მეგობრული გარემოს შექმნა არის უპირველესი მნიშვნელობის ასპექტი, ეს მოიცავს ბავშვთან კომუნიკაციის უნარს, და ასევე ბავშვისათვის სანდო და უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას. ინფორმაციის მისაწოდებელი სისტემა და სამსახურები უნდა იყოს საჯაროდ კარგად გაშუქებული, კონფიდენციალური და ხელმისაწვდომი ბავშვების, მათი წარმომადგენლებისა და სხვებისათვის, რათა შეატყობინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ბავშვის მიმართ ძალადობა ითვლება ბავშვის უფლებების ერთ-ერთ უპირველე დარღვევად. ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ორგანოები და გაერთიანებული ერების კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ მთავრობებს ავალდებულებს, აღმოუჩინონ შესაფერისი მხარდაჭერა და დახმარება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. გაერთიანებული ერების (UN) ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით, მთავრობა ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვი ძალადობისა და უგულებელყოფისაგან და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო აღზრდა: სახელმწიფო პარტიებმა უნდა დაიცვან ბავშვი ფიზიკური და მენტალური ძალადობის, დაზიანების ან შეურაცხყოფის, უგულებელყოფის, სისასტიკის ან ექსპლოატაციის ყოველგვარი ფორმისაგან, სექსუალური ძალადობის ჩათვლით. (ბავშვის უფლებების გაეროს კონვენცია (19891), მუხლი 19). ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე ვმუშაობის დროს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19, არამედ იქვე ჩამოყალიბებული სხვა სტატიებიც: _ ბავშვის უფლება, ცხოვრობდეს მშობლებთან ერთად, თუკი ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის შეუთავსებლად არ მიიჩნევა; უფლება, ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან, თუკი ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. (მუხლი 9, მშობლიური ზრუნვა და განუცალკევებლობა). _ ბავშვის უფლება, თავისუფლად გამოთქვას აზრი და ეს აზრი გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვთან დაკავშირებულ ყოველ საქმესა ან პროცედურაში (მუხლი 12, ბავშვის აზრი). _ ნებისმიერ ქვეყანაში შესვლის ან იქედან გასვლის უფლება ოჯახის გამთლიანების დროს და ორივე მშობელთან ურთიერთობის შენარჩუნების უფლება (მუხლი 10, ოჯახის გამთლიანება). _ მშობლები იზიარებენ პასუხისმგებლობას შვილების აღზრდაში, ხოლო ამაში მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. სახემწიფომ შესაბამისი დახმარებით უნდა უზრუნველყოს მშობლები შვილების გაზრდაში (მუხლი 18, მშობლების პასუხისმგებლობა). _ ბავშვის უფლება, მიიღოს სახელმწიფოსაგან საგანგებო დაცვა და დახმარება, როდესაც მოკლებულია ოჯახურ გარემოს და იყოს უზრუნველყოფილი ალტერნატიული მზრუნველობით, ისეთი როგორიცაა მზრუნველის მიჩენა, შვილად აყვანა ან სპეციალურ სახლებში მოთავსება (მუხლი 20, ოჯახის გარეშე დარჩენილი ბავშვები). _ სახელმწიფოს მიერ მზრუნველობის, დაცვისა და მკურნალობისათვის დაწესებულებებში მოთავსებული ბავშვების უფლება, რეგულარულად ხდებოდეს ამ ადგილების ყველა ასპექტის მეთვალყურეობა (მუხლი 25, პერიოდული მეთვალყურეობა). _ მუხლი 39 სახელმწიფოს უთითებს პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ, რათა მიიღოს შესაფერისი ზომები იმ შემთხვევათა აღმოსაჩენად და სოციალური რეინტეგრაციისათვის, სადაც ბავშვი შეიქნა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, უგულებელყოფის, სისასტიკის ან ექსპლოატაციის მსხვერპლი. ამ უფლების განხორციელებაში აშკარად მოიაზრება მზრუნველები. _ დამატებით, ზოგიერთი უფლება ეხება საგანგებოდ კონფლიქტურ სიტუაციებს. |
Комментариев нет:
Отправить комментарий